წესები და პირობები
ბოლო განახლება: 16 მარტი, 2024
1. შესავალი
Beautyclub.ge-ზე შესვლითა და სერვისების გამოყენებით თქვენ ეთანხმებით საიტის წესებსა და პირობებს
წესები და პირობები ვრცელდება Beautyclub.ge-ზე, (შემდგომში მოხსენიებული, როგორც საიტი) „საბოლოო მომხმარებლისთვის“ ხელმისაწვდომ ყველა სერვისზე მათ შორის:
-
საიტზე ვიზიტი
-
სალონის/სპეციალისტის/პროდუქტის/ბლოგის მოძებნა საიტზე ხელმისაწვდომი ფილტრაციის პირობებით
-
ანგარიშის შექმნა
-
ვიზიტის დაჯავშნა და ჩაწერასდან დაკავშირებული აქტივობები
-
შეფასება
-
კომენტარები
-
ლოიალობის პროგრამები, შეთავაზებები და ფასდაკლებები
-
საიტზე განთავსებული ნებისმიერი სხვა ფუნქციონალი, „კონტენტი“
საიტის მიერ შემოთავაზებული „სერვისები” პერიოდულად შეიძლება შეიცვალოს, შესაბამისად განახლდება საიტის წესები და პირობები.
თქვენ საიტის სერვისის ან სერვისების გამოყენებით, ადასტურებთ თანხმობას საიტის განახლებულ წესებსა და პირობებზე, საიტის გამოყენებისას ნებისმიერ დროს, მისი სერვისების ნებისმიერი კომბინაციისთვის.
თუ თქვენ არ თანხმებით წესებსა და პირობებს ან მის რომელიმე ნაწილს გთხოვთ არ გამოიყენოთ საიტი და არ ისარგებლოთ მისი არცერთი სერვისით.
წესები და პირობები შედგენილია და რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საიტის გამოყენების პირობები
საიტზე შესული ნებისმიერი პირი უფლებამოსილია ისარგებლოს საიტის სერვისებით, სერვისის შინაარსიდან გამომდინარე არსებული ვალიდაციების პირობებში.
საბოლოო მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია გააუქმოს საკუთარი ანგარიში და უარი თქვას საიტის გამოყენებაზე.
3. საბოლოო მომხმარებლის ანგარიშის და მონაცემების კონფიდენციალურობა
ტერმინები „პერსონალური მონაცემები“ და „მონაცემთა განსაკუთრებული კატეგორიები“ განსაზღვრულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საიტზე დარეგისტრირებული მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარ ანგარიშზე წვდომისთვის განკუთვნილი ინფორმაციისა და პაროლის კონფიდენციალურობის დაცვაზე.
მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს Beautyclub-ს საკუთარი ანგარიშის ან პაროლის უნებართვო გამოყენების ნებისმიერი ფაქტისა ან ეჭვის შესახებ.
თუ მომხმარებლის ანგარიშის უნებართვო გამოყენებით რომელიმე პირის მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ მომხმარებელს.
4. საიტზე განთავსებული ინფორმაცია
საიტზე დარეგისტრირებული მომხმარებლები, სალონები/სპეციალისტები/ფილიალები მოდერირდება Beautyclub.ge-ის მიერ, მაგრამ საიტი პასუხისმგებელობას არ იღებს შესაძლო უზუსტობებსა და ფაქტობრივ შეცდომებზე.
მომსახურების გაწევა Beautyclub.ge-ის ან მისი ნებისმიერი „სერვისის“ მიმწოდებლის/პროვაიდერის მიერ ხორციელდება „როგორც არის და ხელმისაწვდომია” პრინციპების საფუძველზე, ყოველგვარი გარანტიებისა და დაპირების გარეშე.
Beautyclub.ge არ იღებს პასუხისმგებლობას, შედეგებზე, რომელიც საბოლოო მომხმარებელმა მიიღო, საიტზე დაყრდნობით, მესამე პირების/საიტის პარტნიორების (შემდგომში პროვაიდერები) გაკეთებული განცხადებებიდან და/ან წარმოდგენილი გარანტიებიდან, ან რაიმე მოსაზრებიდან ან შეთავაზებიდან, რომელსაც beautyclub-ის რომელიმე მომხმარებელი იძლევა
Beautyclub.ge არ აკონტროლებს და პასუხისმგებელი არ არის მესამე პირის მიერ საიტზე განთავსებულ სხვა აპლიკაციის, საიტის, სოციალური ქსელების ლინკებზე შემოთავაზებული კონტენტის სიზუსტეზე, სანდოობაზე, საიმედოობაზე, ხარისხზე.
საიტი არ იღბს პასუხისმგებელობას ნებისმიერი ვირუსის გამო, რომლითაც შეიძლება საბოლოო მომხმარებლის მოწყობილობები დაზიანდეს საბოლოო მომხმარებლის მიერ საიტიდან რაიმე კონტენტის ჩამოტვირთვის გამო.
ნებისმიერი ძიების შედეგები, არ უნდა იქნეს მიჩნეული საიტის რეკომენდაციად
Beautyclub.ge არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლისა და პროვაიდერის ურთიერთობაზე და აღნიშნულთან დაკავშირებულ საკითხებზე ასევე პროვაიდერის მიერ მომხმარებლის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე ან არასათანადო ქცევაზე
მკაფიოდ არის განმარტებული, რომ ინფორმაცია, რომელსაც თქვენ ბიუთიქლაბისგან აგრეთვე, მისი თანამშრომლებისგან, პროვაიდერებისგან , სპონსორებისგან, სარეკლამო ბანერებისგან იღებთ არის მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვისა. ამგვარი ინფორმაციის საფუძველზე მიღებული რაიმე გადაწყვეტილების შედეგებზე პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ.
5. მიმოხილვა და უკუკავშირი
კონტენტზე, შეფასებაზე, კომენტარზე, რომელსაც თქვენი გადაწყვეტილებით წარადგენთ საიტზე გამოსაქვეყნებლად, მათ შორის სპეციალისტის შეფასებისა და მიმოხილვის ჩათვლით პასუხისმგებელი ხართ თქვენ.
Beautyclub.ge-ის როლი ამგვარი მიმოხილვების/შეფასების გამოქვეყნებაში შემოიფარგლება მხოლოდ შუამავლის ფუნქციით.
Beautyclub.ge არ კისრულობს რაიმე სახის პასუხისმგებლობას საბოლოო მომხმარებლის მიერ მოწოდებულ კონტენტთან დაკავშირებით, მათ შორის, რეიტინგებისა და მიმოხილვების ჩათვლით
საიტზე თქვენი მიმოხილვებისა და შეფასებების თქვენ ეთანხმებით, რომ არ განათავსებთ ან გამოაქვეყნებთ „აპლიკაციაში” რაიმე კონტენტს, რომელიც:
-
არღვევს მესამე პირის ინტელექტუალურ საკუთრებას ან რეპუტაციას ან კონფიდენციალურობის უფლებებს
-
არღვევს რაიმე მოქმედ კანონს ან რეგულაციას
Beautyclub.ge-ს საკუთარი შეხედულებისამებრ, შეუძლია, არ გამოაქვეყნოს „თქვენი“ მიმოხილვა და გამოხმაურებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს მოითხოვება მოქმედი კანონმდებლობით ან ეწინააღმდეგება წინამდებარე პუნქტების.
საიტი უფლებამოსილია, დაგიკავშირდეთ ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ან კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა ელექტრონული საშუალებით, შემდეგი მიზნებისათვის:
-
გამოხმაურების/უკუკავშირის მისაღებად საიტთან, პროვაიდერებთან ან სერვისებთან დაკავშირებით
-
თქვენი შეფასებების თუ მიმოხილვის გამო პროვაიდერების მხრიდან რაიმე საჩივართან, ინფორმაციასთან ან შეკითხვასთან დაკავშირებით
-
სერვისების, პროვაიდერების, განახლებასთან დაკავშირებით
თქვენ თანხმდებით, რომ კომუნიკაციის შემთხვევაში, მაქსიმალურად ითანამშრომლებთ Beautyclub.ge-თან.
6. მომსახურების და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
საიტი არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერ შეფერხებაზე, რაც შეიძლება შეგექმნათ საიტის სერვისებზე წვდომასთან დაკავშირებით.
თქვენი პასუხისმგებლობაა, რომ მომხმარებლის პროფილში სწორად მიუთითოთ განაახლოთ ინფორმაცია, თქვენ მიერ ნებისმიერი საკონტაქტო ინფორმაციის (განსაკუთრებით მობილური ტელეფონის ნომრის) შეცვლისას, ჩვენ გამოგიგზავნით დადასტურებას.
საიტი არ არის პასუხისმგებელი იმ ზიანის ან უხერხულობის გამო, რომელიც თქვენი მიზეზით-ინფორმაციის დეტალების განუახლებლობით, იქნება გამოწვეული.
თუ გსურთ, "თქვენი" მომხმარებლის ანგარიშის წაშლა/გაუქმება, აღნიშნული შეგიძლიათ ჩვენს საკონტაქტო იმეილზე დაკავშირების გზით. ამასთან, წაიშლება მხოლოდ „თქვენი“ ანგარიში, მაგრამ არა წარსული აქტივობის ჩანაწერები.
საიტი უფლებას იტოვებს მომხმარებლების აქტივობების ჩანაწერები გამოიყენოს ანალიტიკური მიზნებისთვის, მათ შორის პროვაიდერებისთვის ანალიტიკური რეპორტების დასამუშვებლად.
საიტი არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი კონტენტიზე, ფაქტზე, აქტივობის შესახებ ჩანაწერზე, ენაზე და/ან მის გამართულობაზე. მხოლოდ „რეგისტრატორია“ (ინფორმაციის შემტანი მომხმარებელი) პასუხისმგებელი ჩანაწერების სისწორესა და ვალიდურობაზე.
თქვენ ეთანხმებით და აღიარებთ, რომ საიტს შეიძლება, დასჭირდეს თქვენი ნებისმიერი აქტივობის ჩანაწერებზე წვდომა ისეთი შემთხვევებისთვის, როგორიცაა საბოლოო მომხმარებლის ნებისმიერი ტექნიკური ან ოპერაციული პრობლემა თუნდაც ჩანაწერების წვდომასა და ფლობასთან დაკავშირებით.
კომერციულად გონივრული ძალისხმევას იყენებს ინფორმაციის მისაღებად სანდო.
7. კონტენტთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები
საიტზე რეგისტრირებული მომხმარებლები არ არიან უფლებამოსისლნი, განათავსონ, გამოაჩინონ, ატვირთონ, შეცვალონ, გამოაქვეყნონ, განაახლონ ან გააზიარონ ინფორმაცია, რომელიც:
-
ეკუთვნის სხვა პირს და მასზე „მომხმარებელს“არ გააჩნია სათანადო უფლება
-
არის საზიანო, შეურაცხმყოფელი, მკრეხელური, ცილისმწამებლური, უხამსი, პორნოგრაფიული, პედოფილური, სხვისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შემლახველი, სიძულვილის გამომხატველი, ან რასობრივი და ეთნიკური თვალსაზრისით მიუღებელი, დამამცირებელი, ფულის გათეთრების ან აზარტული თამაშების წამახალისებელი და ხელშემწყობი, ან ნებისმიერი სახით/ფორმით არაკანონერი
-
ზიანს აყენებს არასრულწლოვნებს რაიმე ფორმით
-
არღვევს პატენტის, სასაქონლო ნიშნის, საავტორო უფლებების ან საკუთრების სხვა უფლებას
-
არღვევს ნებისმიერ ამჟამად მოქმედ კანონს/კანონმდებლობას
-
შეიცავს პროგრამულ ვირუსებს ან სხვა კომპიუტერულ კოდებს, ფაილებს ან პროგრამებს, რომლებიც შექმნილია კომპიუტერული რესურსის ფუნქციონირების შეფერხების, განადგურების ან შეზღუდვის მიზნით
საიტის მოხმარებლებს/იუზერებს ასევე ეკრძალებათ:
-
საიტის კონტენტის მთლიანობის ან უსაფრთხოების დარღვევა ან ასეთის მცდელობა
-
საიტზე არასრული, ყალბი ან არაზუსტი ინფორმაციის განთავსება
-
სხვა მომხმარებლებთან არასასურველი კომუნიკაციების დამყარება
-
საიტზე ძიების მიზნით, ნებისმიერი მექანიზმის, პროგრამული უზრუნველყოფის, ხელსაწყოს, აგენტის ან სხვა მოწყობილობის ან საშუალების გამოყენება
-
საიტის ნებისმიერი ნაწილის გაშიფვრის, დაშლის, ან შეტრიალების/გადაწყობის მცდელობა
-
საიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის კოპირება ან დუბლირება, გარდა საიტზე არსებული თქვენი ანგარიშიდინას ინფორმაციის კოპირებისა
„მომხმარებლის“ მიერ მოქმედი კანონმდებლობის, წესების ან დებულებების ან ამ „ხელშეკრულების“ („პოლიტიკის“ ჩათვლით) შეუსრულებლობის შემთხვევაში, beautyclub.ge-ს უფლება აქვს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს „მომხმარებლის“ „საიტზე“ წვდომის ან გამოყენების უფლებები და „სერვისების“ მიღების შესაძლებლობა და/ან შეზღუდოს არასასურველი ინფორმაცია „საიტიდან“
საიტს უფლება აქვს, გაამჟღავნოს ან გასცეს „თქვენი“ პერსონალური ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოთხოვნილია კანონით, ან ზედამხედველი ორგანოს/უწყების, ან სამართალდამცავი ორგანოს მიერ
საიტი უფლებას იტოვებს, შეტყობინების გარეშე შეაჩეროს ან შეწყვიტოს „მომხმარებლი“ს წვდომა „აპლიკაციასა“ და „სერვისებზე“ და ასევე, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა საშუალება იმ შემთხვევებში, როდესაც:
-
„მომხმარებელი“ არღვევს ამ „ხელშეკრულების“ ან „პოლიტიკის“ პირობებს
-
მესამე პირი აცნობებს თავისი რომელიმე უფლების დარღვევის შესახებ „თქვენ“ მიერ საიტის ან სერვისების გამოყენების შედეგად
-
Beautyclub.ge ვერ ახდენს საიტზე განთავსებული ინფორმაციის ვერიფიკაციას ან ავთენტურობის დადგენას
მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ანგარიშის წაშლა მხარდამჭერ გუნდთან მოთხოვნის წერილობით დაფიქსირებით
8. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
არცერთ შემთხვევაში ბიუთიქლაბი ან მისი რომელიმე დირექტორი, დამფუძნებელი, თანამშრომელი, აგენტი, წარმომადგენელი პასუხისმგებელი არ არიან/იქნებიან ნებისმიერ პირდაპირ, არაპირდაპირ, განსაკუთრებულ, შემთხვევით, თანმდევ, ან ნებისმიერი სახის ზიანზე, რომელიც:
-
პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება საიტის გამოყენებას, ან გამოყენების შეუძლებლობას, საიტს ან მის კონტენტს, მასალებს, ფუნქციებს და სერვისებს, ან საიტის საშუალებით, დაკარგულ შემოსავლებს/ბიზნესს ან დაკარგულ მომხმარებლებს
-
პროვაიდერების ან სპეციალისტების მიერ ყველა ან რომელიმე კონკრეტული სახის მომსახურების მიწოდებაზე ან მიუწოდებლობაზე იმ მომხმარებლებისათვის, რომელთან დაკავაშირება ან რომლის მართვა ხორციელდება საიტის საშუალებით;
-
გაზიარებული ინფორმაციისა თუ მონაცემების ნებისმიერ უნებართვო/არაავტორიზებულ წვდომაზე ან მათ შეცვლაზე ან პროვაიდერების/სპეციალისტების სერვისებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა საკითხზე.
Beautyclub.ge-ს შეუძლია, შეინახოს შეგროვებული ინფორმაცია ამგვარი ინფორმაციის მიზნის, საშუალებისა და გამოყენების მეთოდებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
კომპიუტერის ვებ-სერვერის „ლოგები“ იმ ვადით შეიძლება იქნას შენახული, რამდენიც ეს ადმინისტრაციულად იქნება აუცილებელი.
9. მოქმედი კანონმდებლობა და დავების მოგვარება
თქვენ ეთანხმებით, რომ წინამდებარე „ხელშეკრულება“ და ნებისმიერი ურთიერთობა საიტსა და მომხმარებელს შორის რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
ნებისმიერი დავა, პრეტენზია ან უთანხმოება, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე „ხელშეკრულებიდან“ ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის, წინამდებარე „ხელშეკრულების“ მოქმედების ფარგლების, გამოყენებადობის თაობაზე, განიხილება საქართველოს შესაბამისი სასამართლოების მიერ.
10. საკონტაქტო ინფორმაცია
თუ მომხმარებელს რაიმე შეკითხვა ექნება საიტთან ან წინამდებარე პირობებითან დაკავშიერბით შეუძლიათ, მოგვმართოთ ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@beautyclub.ge
სერვისის პროვაიდერი: შპს ბიუთიქომ, საიდენტიფიკაციო კოდით 402279976
„თქვენ“ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე „პირობებს“ და ეთანხმებით მასში მოცემულ ყველა დებულებას.